გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

სერიოზულია პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, გვსურს შეხვედრა პრემიერთან-ლევან სილაგავა

ნახვები: 480 სერიოზულია პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, გვსურს შეხვედრა პრემიერთან-ლევან სილაგავა

გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლის იმპორტს და გადამუშავებას და ფქვილის იმპორტს შორის. შესაბამისად, ბაზარზე სტაბილურობა იქნება – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ხორბალსა და ფქვილს შორის საიმპორტო ფასები განსხვავებულია და წისქვილკომბინატებს არ უღირთ ფქვილის შემოტანა.

ამასთან, ლევან სილაგავა ამბობს, რომ სერიოზულია პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვას ეხება და საკითხის გადაჭრის მიზნით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„ჩვენი განცხადება იყო, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლის იმპორტს და გადამუშავებას და ფქვილის იმპორტს შორის. ამ შემთხვევაში იმუშავებს წისქვილკომბინატი. იქნება ფქვილი პურის ქარხნებისათვის კონკურენტულ ფასად. შესაბამისად, ბაზარზე სტაბილურობა იქნება.

დაახლოებით სამი დღის წინ იყო ჩემი ინტერვიუ, როდესაც აღვწერეთ ბაზარზე სიტუაცია, წისქვილკომბინატების პრობლემები, მარაგების თემა და ის, რომ დღეს შემოდის ფქვილი და არ შემოდის ხორბალი. აქედან გამომდინარე, წისქვილკომბინატები ჩერდებიან. ასეთივე განცხადება გავაკეთეთ დაახლოებით 15-20 დღის წინ და მაშინ ვთქვით, რომ მარაგი იყო უფრო მეტი, დაახლოებით 20-25 დღის.

ამის საქმის კურსში იყო მთავრობაც. შინაარსობრივად სტატია იყო სწორად, მაგრამ, სამწუხაროდ, სათაურში იყო გამოტანილი, რომ წისქვილკომბინატებში დარჩენილია 10 დღის მარაგი და წისქვილკომბინატები იხურება. აჟიოტაჟის შემდეგ განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ქვეყანაში ფქვილად არის მარაგები, ამას სამინისტრო უკეთებს მონიტორინგს. თუმცა, პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, ეს ძალიან სერიოზულია და ამასთან დაკავშირებით გვინდა შეხვედრა პრემიერთან. ამ პრობლემის შესახებ თვეების განმავლობაში ვმუშაობ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამუშაო ჯგუფში ერთადერთ წინადადებას ვაყენებდით – დისბალანსი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაბეგვრები, ანუ საიმპორტო ფასები განსხვავებულია ხორბალსა და ფქვილს შორის, არის მიზეზი, რომ წისქვილკომბინატებს არ უღირთ ფქვილის შემოტანა და ისინი გაჩერდნენ. პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ, რადგან სამუშაო ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა. იქ არ იყო ერთგვაროვანი პოზიციები. ყველა თანხმდებოდა, რომ ეს პრობლემა დგას და გადასაწყვეტია, მაგრამ გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით იყო აბსოლიტური სხვადასხვაობა. აქედან გამომდინარე გვინდა პრემიერთან შეხვედრა“, – განაცხადა ლევან სილაგავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა