ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ვერ ვხედავთ უთანხმოებას ევროკავშირში, როდესაც საუბარია იარაღსა და სანქციებზე, უთანხმოებაა, როდესაც საუბარია უკრაინის კანდიდატის სტატუსზე- კულება

19.05.2022 ნახვები: 556

ევროკავშირში უთანხმოებაა უკრაინის წევრობაზე, იარაღსა და სანქციებთან დაკავშირებით კი – არა, – უკრაინული მედიის ცნობი, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნიდერლანდების მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვხედავთ უთანხმოებას ევროკავშირში სიტყვასა და საქმეში, როდესაც საუბარია იარაღსა და სანქციებზე, თუმცა ვხედავთ, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის. ამიტომ, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ, რამდენად გულწრფელია ეს ლამაზი სიტყვები“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ევროკავშირში არიან სკეპტიკურად განწყობილები უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ კისრულობს წამყვან როლს ამ გადაწყვეტილების დაბლოკვაში.

„ისინი, ვინც ამბობენ, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირისთვის და არ დგამენ ამ ნაბიჯს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხვალ გვინდა ევროკავშირში შესვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, თქვენ დაგვეხმარებით გადავლახოთ არსებული პრობლემები, მათ შორის კორუფცია, და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ისე, რომ გავძლიერდეთ“, – აცხადებს კულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა