ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს

ნახვები: 672 უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, რვა ტანკი და ექვსი ავტომობილი.

ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში, დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათგან 31 სახლი. მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი დაიჭრა. რთული მდგომაროება სევერდონეცკში, სადაც რუსეთის დაბომბვის შედეგად გუშინ 12 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას და ზოგჯერ კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში შეძლეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავის განადგურება. შავ ზღვაში რჩებიან რუსული გემები რის გამოც, უკრაინის სამხრეთით კვლავ ინტენსიური სარაკეტო დარტყმების სამიზნედ რჩება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას და აძლიერებს ზეწოლას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა