მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

20.05.2022 ნახვები: 616

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იტალიის თავმჯდომარეობასთან ერთად მინისტერიალის მასპინძლობისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

მხარეები მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის პრიორიტეტულობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებულ ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადებისთვის. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა აღნიშნული პრაქტიკისა და ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე  შენარჩუნების მზაობა დაადასტურა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ეფექტურ იმპლემენტაციას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა