გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ

ნახვები: 499 ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზუსტად იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც.

„ეს არის მოცემული ფაქტი, რაც ახალი მოვლენა არ არის. ჩვენ გვახსოვს ზუსტად იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ ეს არ იყო წარმატებული. იმედია, არც ამ შემთხვევაში იქნება მათი ეს აგიტაცია წარმატებული. თქვენ იცით, რამდენჯერაც შედიან კონკრეტულ კაბინეტებში ეს პოლიტიკოსები, იმდენი იქიდან კონკრეტული მესიჯები გამოდის. საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი ამ კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა