ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

საფრანგეთის ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობის ან გაწევრიანების პროცესის ალტერნატივას

ნახვები: 573 საფრანგეთის ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობის ან გაწევრიანების პროცესის ალტერნატივას

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობის ან გაწევრიანების პროცესის ალტერნატივას. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყებას მიმართეს კითხვით, ხომ არ შიშობს საფრანგეთი, რომ კიევს შესაძლოა, არასწორი სიგნალი გაუგზავნოს, როდესაც საუბრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება.

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადს. მას ახლა სწავლობს ევროკომისია და ის განხილული იქნება შემდეგ ივნისში ევროპული საბჭოს სახელმწიფო და მთავრობების მეთაურების მიერ. როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტმა 9 მაისს და ევროპის საკითხთა მინისტრმა გუშინ განაცხადეს, უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პროექტი არ წარმოადგენს არც წევრობის ალტერნატივას და არც გაწევრიანების პროცესის ალტერნატივას. პირიქით, ის მიმართულია ჩვენს სამეზობლოში ყველა ევროპულ ქვეყანასთან ურთიერთობების, რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერებისკენ, ხოლო მათთვის, ვინც არიან კანდიდატები, ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებისკენ ყველა სფეროში მათი გაწევრიანების მიზნით“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 მაისს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემენტ ბონმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სავარაუდოდ 15-20 წელი დასჭირდება. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, ათობით წელი დასჭირდეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა