გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას

ნახვები: 480 გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის საბოლოო აქტზე და საერთაშორისო სამართალზე, – ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, ბრიტანეთი კვლავ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის უკანონო ყოფნის გაგრძელებით ქვეყნის ტერიტორიებზე.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის საბოლოო აქტზე და საერთაშორისო სამართალზე. 2008 წლის შემდეგ, საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ფაქტობრივად ანექსირებულია. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ათასობით რუსი სამხედრო და მესაზღვრე იმყოფება, ზოგიერთი მათგანი საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 35 წუთის სავალ მანძილზეა. ამ სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული და მზარდი შეშფოთების საგანია.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ცხადი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გაიყვანოს სამხედროები ომამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე ვალდებულება რომ დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მცოცავი ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი პრაქტიკა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზით განცალკევებული მოსახლეობის შერიგების ხელშეწყობას ითვალისწინებს და ვურჩევთ რუსეთს ხელის არ შეუშალოს მშვიდობის აღდგენას და მოსახლეობის კონტაქტებს. საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობის კუთხით, ბრიტანეთი ყოველწლიური რეზოლუციის დიდი ხნის მხარდამჭერია“, – განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა