ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

რეზნიჩენკოს თქმით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

ნახვები: 575 რეზნიჩენკოს თქმით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

რეზნიჩენკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ზელენოდოლსკის ცენტრი და სოფლები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით დაბომბეს.

"ზელენოდოლსკში ისინი [რუსები] ქალაქის ცენტრს უმიზნებდნენ. 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ზელენოდოლსკსა და ველიკა კოსტრომკაში სახლები დაზიანდა და განადგურდა," - განაცხადა დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა