4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს, იაპონიას და სამხრეთ კორეას აზიაში ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს

ნახვები: 477 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს, იაპონიას და სამხრეთ კორეას აზიაში ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს, იაპონიას და სამხრეთ კორეას აზიაში ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.

მედიის თქმით, სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ აშშ-ს, იაპონიას და სამხრეთ კორეას შორის დადებულ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და სახელმწიფოები ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

„რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რომ აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გავრცელებული ჭორების მთავარი მიზანი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო უპირატესობის შექმნის გამართლებას წარმოადგენს. შექმნილი ვითარება სასწრაფოდ მოითხოვს ქვეყნის თავდაცვის სწრაფ განვითარებას, რათა აქტიურად გავუმკლავდეთ უსაფრთხოების კუთხით ვითარების სწრაფ გაუარესებას“, – განაცხადა სპიკერმა.

მიმდინარე კვირას, ნატო-ს მადრიდის სამიტზე აშშ-ის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო კორეის ნახევარკუნძულს, არამედ მთელს აღმოსავლეთ აზიას და მსოფლიოს და ერთმანეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა