პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ბიზნესცენტრ „დელისში“ ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი

კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 476 კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს-პაატა მანჯგალაძე

კობახიძემ ბრიფინგით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში, არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.

 

მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია, რაშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას არ მიიღებს.

 

კერძოდ, მანჯგალაძემ შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადების ის ნაწილი, სადაც კობახიძე ამბობს: „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომ 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

 

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, განცხადება, რომ მომავალში შეასრულებენ, რელევანტური არ არის.

 

„ეს არის რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება, რომ მომავალში შევასრულებთ ამას, რელევანტური არ არის, რადგან ვიდრე ახალ პირობებზე შევთანხმდებით, მანამდე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს ის პირობები, რომლებიც ვალდებულებად ჰქონდა აღებული 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ჩვენ ვართ თანმიმდევრული და ვამბობთ, ვიდრე ახალ ურთიერთობებში და ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან“ პირობების შესრულებაზე, მანამდე შეასრულონ ის პირობა, რომელიც გაცემული ჰქონდა. ეს არის ჩვენი ფორმულა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

კითხვაზე, „რამდენად რეალურია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე თქვენი მოთხოვნა შესრულდეს“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ეს პირობები შეასრულოს.

 

„ჩვენ, ყველა თუ ვიქნებით თანმიმდევრულები და პრინციპულები. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მანევრის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ეს პირობები შეასრულოს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა