ინციდენტი 30 ოქტომბერს მოხდა. მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.
თვითმფრინავის ვარშავა-მოდლინის აეროპორტში დაშვების შემდეგ ბორტზე პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის 16 წლის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.