ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების ანგარიში ოფიციალურად გადასცა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების ანგარიში ოფიციალურად გადასცა

ნახვები: 258 ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების ანგარიში ოფიციალურად გადასცა
 საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიში ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

წარმომადგენლობის ცნობით, დოკუმენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს გადაეცა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბრიუსელში პრესკონფერენციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი გამართავენ.

პრესკონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია 17:45 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათზე თბილისში მედიის კითხვებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი უპასუხებს.

ორივე პრესკონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოციალურ ქსელში იქნება ხელმისაწვდომი.

შეამოკლე და უფრო დინამიკურად დაწერესათაური უფრო საინფორმაციო გახადე
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა