ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

კარლ ნეჰამერი - საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს

08.07.2022 ნახვები: 549

მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას კარლ ნეჰამერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში კიდევ დიდი პოტენციალი.

„დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზეავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრებლების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა იცის, რომ ჩვენი საშობაო ნაძვის ხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება.

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი – ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა