4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ივანიშვილის სახელი უკავშირდება საქართველოში უამრავ სიკეთეს და სიკეთეების მიმართ რადიკალურ ოპოზიციას აქვს განზიდულობა-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 477 ივანიშვილის სახელი უკავშირდება საქართველოში უამრავ სიკეთეს და სიკეთეების მიმართ რადიკალურ ოპოზიციას აქვს განზიდულობა-გურამ მაჭარაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულმა თამაშის წესებმა დაიმკვიდრა ადგილი და დღეს გადაწყვეტილებები მიიღება თანამდებობის პირების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ავტორიტეტი პოზიტიურად დარჩება.

„ივანიშვილის ავტორიტეტი პოზიტიურად დარჩება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულმა თამაშის წესებმა დაიმკვიდრა ადგილი და დღეს გადაწყვეტილებები მიიღება თანამდებობის პირების მხრიდან. ვერც კანონმდებლობის და ვერც ლოგიკის თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. რადიკალურ ოპოზიციას აწუხებს არა მათ მიერ გამოგონილი ოლიგარქი, არამედ ის, რომ ეს პიროვნება არსებობს, რადგან მისი არსებობა უკავშირდება საქართველოში უამრავ სიკეთეს და სიკეთეების მიმართ რადიკალურ ოპოზიციას აქვს განზიდულობა.

სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ადამიანი არანაირ საჯარო განცხადებას არ აკეთებს, არანაირ პროცესში არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის მაინც შემაწუხებელია, რადგან მის მიმართ საზოგადოებას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. უკაცრავად, თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ საზოგადოებას მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. ეს მათი პრობლემაა, რადგან იმუშაონ და ისე იცხოვრონ, რომ საზოგადოებას მათ მიმართაც ჰქონდეს პოზიტიური გავლენები პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის შემთხვევაში.

რაც შეეხება სანქციებს, რადიკალური ოპოზიცია მის მიმართ სანქციების დაწესებას დიდი ხანია, ითხოვს, მაგრამ ადამიანის მიმართ, რომელიც პოლიტიკაში არ არის ჩართული და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არც იქნება, რომ მას რაიმე გავლენა აქვს პროცესებზე, სანქციები ვერ დაწესდება. ჩვენ უნდა დავკავდეთ არა იმით, დაწესდება თუ არა ივანიშვილის მიმართ სანქციები ან იმით, მოვა თუ არა პოლიტიკაში, არამედ იმით, რომ დღეს გვაქვს 12 რეკომენდაცია და ყველა მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ყველა უნდა ვიდგეთ იმის სადარაჯოზე, რა ნაბიჯები იდგმება ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე. დღეს ადამიანი საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, არ ეკარება პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური შიში არის სახეზე, მაინც აქვთ ამ ადამიანის პოლიტიკური შიში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა