თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ისრაელის პრემიერი - სიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში

ნახვები: 704 ისრაელის პრემიერი - სიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში

სიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენტან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი, რაც ირანს შეაჩერებს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო ძალას გამოიყენებს.

„ეს არ უნდა იყოს ბლეფი, არამედ რეალური. ირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს მსოფლიოს მოტყუებას, მძიმე ფასს გადაიხდის. ის, რომ დღეს აქ ვდგავარ, თავისთავად არ მომხდარა. გაკვეთილი ვისწავლეთ, ბატონო პრეზიდენტო. ისრაელი ყოველთვის უნდა იყოს ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო, ძლიერი არმიით, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ლაპიდმა.

იაირ ლაპიდმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მეგობრობის, ისრაელისადმი ერთგულებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობას „ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი“ უწოდა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღიად არ დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საუკეთესო გზა დიპლომატიაა. პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა იაირ ლაპიდს უთხრა, რომ ვაშინგტონს არ სურს, გაკვირვებული იყოს ისრაელის განცხადებებით ახალი დასახლებების აშენების შესახებ.

„არსებობს აშშ-ის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მტკიცე ვალდებულება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელი შეძლებს თავის დაცვას“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა