კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ნახვები: 453 იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მატარელამ დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს.

პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციის მთავარი მოკავშირეა.

როგორც დასავლური მედია წერს, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უკავშირდება ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას.

ეს კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხს უკავშირდებოდა. მედია წერს, რომ დრაგიმ 172 ხმა მიიღო, 39-ის წინააღდეგ, მაგრამ ბოიკოტი წარმოადგენს აშკარა საფრთხეს მისი მთავრობისთვის.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა