კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი - ტრაგიკომედიაა, რომ ვინც ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას

ნახვები: 260 გურამ მაჭარაშვილი - ტრაგიკომედიაა, რომ ვინც ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას

ოპოზიცია პარლამენტში მოსვლის მიზეზებს თუ ეძებს, ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკომედიაა, რომ ვინც ბოიკოტსა და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას.

„ჩვენ პარლამენტში დავდივართ და სხვადასხვა ჯგუფში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ისეთი საკითხი არ არის, რომელსაც რიგგარეშე სესიის მოწვევა სჭირდება. ტრაგიკომედია სწორედ იმაშია, რომ ვინც ოპოზიციიდან არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას, თანაც ისეთ საკითხებზე, რომლის განხილვაშიც თავად ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რეალურად ოპოზიციამ ასეთი ტრაგიკომედიური სურათი შექმნა. ჯერ მაინტერესებს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა, პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა. ამ დროს ამბობენ, რომ ჩვენ მივმართავთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს იმისთვის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც განიხილება ის საკითხები, სადაც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ასეთი მოთხოვნა აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში თუ ფიზიკურად არ შევიდნენ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე ვერ მუშაობენ, ესეც რადიკალური ოპოზიციის ახალი აღმოჩენაა. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის განხილული კომიტეტში. თუ საკითხი კომიტეტში განხილული არ არის, ასეთი საკითხი სესიაზე არ განიხილება. რადიკალურმა ოპოზიციამ ხანდახან რეგლამენტიც უნდა წაიკითხოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა