კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი ხუნდაძე - აშშ-ის ელჩი ვალდებულია, გააკეთოს განცხადებები იმ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე

ნახვები: 446 დიმიტრი ხუნდაძე - აშშ-ის ელჩი ვალდებულია, გააკეთოს განცხადებები იმ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე

აშშ-ის ელჩი ვალდებულია, გააკეთოს ერთმნიშვნელოვანი განცხადებები საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა და აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და სახიფათოა.

„ჩვენ მიერ გუშინ გამოთქმული ეჭვი, რომ ხომ არ იყო მოსამართლის ამერიკაში გამგზავრების ხელისშემშლელი ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილება, დღეს თავად დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ, მაგრამ აქ უფრო მეტ შეუსაბამო საკითხებთან გვაქვს საქმე. რამდენადაა შესაძლებელი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს საელჩოებში, ან რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს წინასწარი დაკვეთა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მოსამართლის მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს არ არის დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთი მიდგომაა სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, ზოგადად ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ შემადგენელთან გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა და ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და სახიფათოა. კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდება და ახლა კითხვის ადრესატი, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაუცია, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, რომ გააკეთოს ნათელი და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა