კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლოშიც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 498 სასამართლოშიც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა-იაგო ხვიჩია

სასამართლოშიც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას, სადაც ჩხიკვაძე ამბობს: „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“.

იაგო ხვიჩიას თქმით, მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ.

„საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება არის არა გადანაწილებული, არამედ ერთსულ და ერთხორც. შესაბამისად, სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულო, სადაც აკეთეს განცხადებები. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება. იქაც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ეგენი ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს. ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ. ეს ადამიანი ამერიკაში რომ მიჰყავდათ, ესაა გასაკვირი, თორემ, წასაყვანი რომ არ იყო, წინასწარ ვიცოდი. საქართველოს სასამართლომ დაიმსახურა, რომ მის მიმართ სკეპტიკური ვიყო და კრიტიკულად ვუდგებოდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა