გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ალექსეი რეზნიკოვი - ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს

ნახვები: 542 ალექსეი რეზნიკოვი - ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდას უარყოფს და კონტროლის გაძლიერების პირობას დებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლები გაგზავნა ქვეყნისთვის მიწოდებული იარაღის ნაკადის მონიტორინგისთვის. ამას გარდა, მისი ცნობით, უკრაინა იყენებს 2019 შეძენილ ნატო-ს პროგრამულ უზრუნველყოფას იარაღის დისლოკაციის და გამოყენების მონიტორინგისთვის, ხოლო ალიანსის ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

ამას გარდა, უკრაინა მუშაობს მონიტორინგის ორ სისტემაზე, რომლებიც იმუშავებს ნატო-ს პროგრამული უზრუნველყოფის პარალელურად. მინისტრის განცხადებით, უკრაინიდან მძიმე შეიარაღების უკანონოდ გატანის შანსი არ არის, რადგან ის აღჭურვილია GPS-სისტემით და შესაძლებელია მისი მონიტორინგი თანამგზავრით.

ამავე დროს, რეზნიკოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თეორიულად უკრაინიდან ევროკავშირში შესაძლებელია ავტომატის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის გატანა, თუმცა ევროპისგან და ევროკავშირის ქვეყნების პოლიციისგან მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს არ მიუღია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა