კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 491 დგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია-ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბლოკ ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შეამციროს დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და გაზზე. ლევან დავითაშვილის თქმით, შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. „ბლოკ ენერჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა ვრცლად ისაუბრა კახეთში ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. მისი პროგნოზით, საბადოზე შესაძლებელია უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი იყოს. პოლ ჰეივუდის განცხადებით, კომპანია მოპოვებით სამუშაოებს, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს“ მიერ გაბურღილი ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს დადასტურდა. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე მოპოვების ლიცენზიის ოპერატორია კომპანია „ბლოკ ენერჯი“, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. პოლ ჰეივუდის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, უკვე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებაზე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად კომპანია საქართველოში ხუთ პროექტს ახორციელებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა