პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი კობახიძე - არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ - რაც უნდა, ის გააკეთოს

ნახვები: 370 ირაკლი კობახიძე - არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ - რაც უნდა, ის გააკეთოს

"ნაციონალურ მოძრაობას" რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

„ეს მათი მარცხია, ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის მათთვის შემოსვლა, იმიტომ რომ დამაზიანებელია, არათანმიმდევრულობასა და მათ მარცხს აჩვენებს, უარესი იქნებოდა მათთვის არშემოსვლა და მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა