პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 518 მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული-ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა თუშებს თუშეთობა მიულოცა და მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„მივესალმები ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე – თუშეთობა და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები. მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთვარობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესიტიცების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როცა ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას და იცით, რომ მთელი ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ მინდა, ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა