კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არარატ მირზოიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების საკითხები-სომხეთის საგარეო უწყება

ნახვები: 578 არარატ მირზოიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების საკითხები-სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალი დონის გამო და დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გააქტიურება და ორმხრივი ოფიციალური ვიზიტები ხელს შეუწყობს მრავალსექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას და განსაკუთრებით აღინიშნა სომხურ-ქართული სამთავრობოშორისი კომისიის მუშაობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასთან და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არაერთი საკითხი განიხილეს.

არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მასპინძლობისთვის, შეხვედრის მასპინძლობის მზადყოფნისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების თაობაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა