პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს - მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე, არის მოსამართლე სანქცირებული თუ არ არის

ნახვები: 564 ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს - მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე, არის მოსამართლე სანქცირებული თუ არ არის

ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რამე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას, სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რამე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ, სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იმავე შეკითხვითა და იმავე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე, არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა