კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მიკვირს, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება

ნახვები: 326 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მიკვირს, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება

მიკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებსა და კომიტეტებში.

„რიგგარეშე სესია მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად. სხდომა 46 დეპუტატის მოწვევის საფუძველზე მოვიწვიეთ. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დრო არ არის დასაკარგი, ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებში, კომიტეტებში, რათა რეკომენდაციები შესრულდეს“, – აღნიშნა მსხილაძემ.

კითხვას იმის შესახებ, რომ უმრავლესობა არ აპირებს სხდომებში მონაწილეობის მიღებას, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ უკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ.

„პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე“, – განაცხადა მსხილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა