კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვალერი ზალუჟნი - ჩვენ შევძელით სიტუაციის დასტაბილურება

ნახვები: 562 ვალერი ზალუჟნი - ჩვენ შევძელით სიტუაციის დასტაბილურება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება შეძლო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალიჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის განუცხადა.

ზალუჟნის შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე სიტუაცია რთული და დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება.

„ჩვენ შევძელით სიტუაციის დასტაბილურება. ის რთული, დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება. თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის М142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც დამიზნებულ დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებზე, საბრძოლო აღჭურვილობისა და საწვავის საწყობებზე“, – აღნიშნავს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მან ამერიკელ კოლეგას ოპერატიული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ზალუჟნიმ აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ მან და მარკ მილიმ უკრაინული მხარის საჭიროებები განიხილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა