კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ-მიხეილ ყაველაშვილი

ნახვები: 475 იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ-მიხეილ ყაველაშვილი

იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად კომენტარს არ აკეთებს, არ ასვენებენ. წელიწად-ნახევრის წინ დატოვა პოლიტიკა, ხელისუფლება, რომელიც მუდმივად პროცესშია და არაერთხელ ავხსენი, შეუძლებელია, ვინმე ისე მართავდეს არაფორმალურად. წარმოუდგენელია, ფაქტების გარეშე დაადანაშაულო ადამიანი, რომ არაფორმალური მმართველია. ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ქვეყანასაც უფრთხილდება, ამ პროცესსაც და არ ერევა ამ საკითხში, თუმცა კვანძები, რაზეც ვსაუბრობ, 6-თვიანი ვადა, კელი დეგნანის პოზიცია, რიგი საკითხები, რევოლუციური სცენარი, „კრედიტ სუისის“ თემა, განმაცვიფრებელი დამოკიდებულებაა ბანკის მხრიდან კლიენტთან მიმართებით – მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ უკვე საჭიროა, ვკითხოთ. არ არის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილსაც დავუსვათ კითხვები, რა ხდება ამ პროცესში. ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ სახელით და გვარით მოუწოდებენ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშლი ხელს ევროკავშირში შესვლას, შენ უნდა დატოვო ქვეყანა და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს. მე თვითონ გამიჩნდა კითხვა, მგონი, დროა, ამ ადამიანმაც გასცეს კითხვებს პასუხი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ხომ არ იყო კომუნიკაცია ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ მის მიმართ. დროა, ეს კითხვები ამ ადამიანსაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, მიმდინარეობს ზეწოლა ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, „ისურვებდით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას“, ყაველაშვილმა აღნიშნა:

„არა, არ ვისურვებდი. რატომ უნდა ვისურვო. კითხვის დასმა რა შუაშია პოლიტიკაში დაბრუნებასთან. მე იმას ვამბობ, რომ არ ვარ მომხრე, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში.

წრედი, 29 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი ფული – კითხვები იბადება. ფაქტია, რაღაც ძალას სურს, რომ ეს ექვსი თვე გადაიდო, რადგან ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა, მაგალითად, კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ხომ არ მოსთხოვეს მას რამე, ამის კვალობაზე ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი. იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა. ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებ. ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა