კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე

ნახვები: 502 ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე

ჩვენ უარი ვთქვით კობახიძის მიერ შექმნილ კომისიებში მონაწილეობაზე, რადგან ეს კობახიძემ შექმნა, კობახიძის შექმნილ კომისიაში შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე, ოღონდ ინსტიტუციონალურ ფორმატში, ანუ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე.

„არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ კობახიძის მიერ შექმნილ კომისიებში, რადგან მას და „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდათ სურვილი ოპოზიციასთან თანასწორი ურთიერთობის, ჯერ შეთანხმდებოდა მუშაობის ფორმატზე და შემდგომ გამოაცხადებდა ფორმატს. მაგრამ კობახიძემ თქვა, მე მინდა კომისიები. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ეს არ არის ინსტიტუციონალური ფორმატი. „ლელო“ იმოქმედებს ინსტიტუციონალურ ფორმატებში და იმოქმედებს ერთადერთი მიზნით, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს ზედმიწევნით, ოღონდ შესრულდეს ისე, როგორც ევროკავშირს აქვს სტანდარტი მიღებული და არა ისე, როგორც კობახიძეს ან მის ხელმძღვანელს და „ქართულ ოცნებას“ სურთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა