კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციაზე კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

ნახვები: 516 ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციაზე კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა დეოლიგარქიზაციის დასრულებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სიმონიშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომელზეც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო, ხელისუფლებას კონკრეტულ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით ხედვა არ ჩამოუყალიბებია.

„ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულების პროცესთან და შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა. მმართველ გუნდს ჩვენი წუხილი გავუზიარეთ, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო აქამდეც ასეთი შეხვედრა, პროცესი სწორად რომ წარმართულიყო. ხელისუფლებას კონკრეტულ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ისინი არ საუბრობენ და შინაარსში არ შედიან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისინი არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ერთი, ეს შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას და მეორე, რაც შეეხება სასმართლო სისტემას, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ისეთი პოზიციები მოვისმინეთ, რომ ხელისუფლებას შესაძლებელია, არ ჰქონდეს ამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება. მათი მხრიდან ერთადერთი პოზიცია, რაც დაფიქსირებული იყო, არის ის, რომ მიესალმებიან სამოქალაქო სექტორის ჩართულობას და ჩვენი პოზიციების მოსმენას. თუმცა მათი მხრიდან მზაობა რამდენად იქნება ასეთ პრინციპულ საკითხებთან მიმართებით, მათი პასუხებიდან გამომდინარე გამიჭირდება ვთქვა, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს შეიცავს, ამაზე გარკვეული პოლიტიკური ნება გააჩნდეთ.

დეოლიგარქიზაციაზე ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უფრო უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე ვიყავით. ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა დეოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინცდამაინც საჭირო კანონის მიღება, დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა ძლიერი ინსტიტუციების ქონა. ძლიერი ინსტიტუციებისთვის კი, რეფორმებია საჭირო. ამ რეფორმების ნება ჩვენ დღეს ხელისუფლებისგან ამ შეხვედრაზე სამწუხაროდ ვერ დავინახეთ, თუმცა ვნახოთ, სამუშაო პროცესში რა შეიცვლება“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ პლატფორმაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ექვს თვეში შესრულების საკითხი იყო. კონკრეტულად მხარეები დახურულ კარს მიღმა ევროკომისიის პუნქტების აღსრულების გზაზე და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდის საკითხზე მსჯელობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ პლატფორმის საშუალებით მმართველ გუნდს სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა