კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა

ნახვები: 591 გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა

ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა დღეს თბილისში ვიზიტისას.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის პირველ ნახევარში გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

„შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში. ქალბატონმა გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა