კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე

ნახვები: 543 თეონა აქუბარდია - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე

ორი დღეა, აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უკვე ოფიციალურად მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი, ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშიტრებით ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.

როგორც აქუბარდიამ განაცხადა, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააკეთონ განცხადება დასახელებულ საკითხზე და თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს.

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ანტიდასავლური რიტორიკა ძლიერდება და „ქართული ოცნება“ თუ მისგან განდგომილი დეპუტატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და დასავლეთზე შტურმს ახორციელებენ, ხოლო კობახიძე აცხადებს, რომ ის აშშ-ის ელჩის მიმართ არაფრის „გატარებას“ არ აპირებს, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, რაზეც „ოცნება“ დუმს და მათივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მარტივად „ატარებს“ ყველაფერს. ორი დღეა, აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ისტორიულ კომპლექსზე თავის სანაპირო ზოლით. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უკვე ოფიციალურად მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია. ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს.

მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, როცა თავს ესხმით დასავლეთს, რომელიც ერთადერთი ფარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და არ ეწინააღმდეგებით რუსეთის არა მხოლოდ საოკუპაციო, არამედ ანექსიურ პროცესებს. იმ დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, არ მოუწოდებთ, ხმა აიმაღლოს ანექსიურ პროცესებზე, რომელიც აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე, დაგმონ ეს ფაქტი და მიმართონ პარტნიორებს, რომლებსაც საუბედუროდ, თავს ესხმიან, რათა ქვეყანას ჰქონდეს მხარდაჭერა. თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა