თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს მუშაობა რეკომენდაციებზე და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს, ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის-დევიდ მაკალისტერი

ნახვები: 541 ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს მუშაობა რეკომენდაციებზე და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს, ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის-დევიდ მაკალისტერი

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება.

„ჩვენ გავაკეთეთ ორი განცხადება მედიასთან. ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, ასევე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების მათი გეგმა. ჩვენ ასევე ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას, რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს. ამიტომ ახლა ჩვენ ვასრულებთ ამ ვიზიტს და ხვალ სომხეთში გავემგზავრებით“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა