კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ვერავითარ მამხილებელ მასალას ვერ დებენ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ერთსა და იმავე გაუგებარ ფურცლებს ატრიალებენ ხან გოგაშვილის, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით

ნახვები: 575 ირაკლი კობახიძე - ვერავითარ მამხილებელ მასალას ვერ დებენ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ერთსა და იმავე გაუგებარ ფურცლებს ატრიალებენ ხან გოგაშვილის, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან  ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერავითარი მასალა ვერ წარმოადგინეს ისეთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ამხელს.

„ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდები ორი წლის წინ ან შარშან. ანუ ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისგან, რაც იყო წარმოდგენილი შარშან თუ შარშანწინ იგივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა. ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. ეს არის ერთადერთი ახსნა. ამიტომ ვერავინ ვერ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს. ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, ხან ამის ხან იმის ეგიდით. ეს არის და ეს. ასეთ დოკუმენტებს ხვალვე დაგიტრიალებთ სატელევიზიო საშუალებებით, გადავცემთ რომელიმე ტელევიზიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ყალბია თუ არა დოკუმენტები, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყალბია. „ზუსტად მაგას გეუბნებით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა