კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლიციამ სამ კილოგრამამდე „კოკაინის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ნახვები: 354 პოლიციამ სამ კილოგრამამდე „კოკაინის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – სამ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა