კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტს თუ განსაკუთრებული მოსაწვევი სჭირდება, არ არის პრობლემა, მაგრამ რატომ სჭირდება, ეს არის გაუგებარი- სარჯველაძე

ნახვები: 593 პრეზიდენტს თუ განსაკუთრებული მოსაწვევი სჭირდება, არ არის პრობლემა, მაგრამ რატომ სჭირდება, ეს არის გაუგებარი- სარჯველაძე

პრეზიდენტს თუ სურდა, ყველა მიმართულებით გაეშალა შესაძლებლობები, მთავარი, რაც მოეთხოვებოდა, ის არის, რომ ოპოზიციისთვის მკაფიოდ ეთქვა, რომ ვალდებული არიან, პარლამენტში მუშაობა დაიწყონ რელევანტურ ფორმატებში, ამისთვის არარელევანტური ფორმატების გაჩენა სწორი არ იყო, – ასე შეაფასა საქართველოს პირველ არხთან გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუ.

სარჯველაძის თქმით, უმრავლესობას როდესაც ვინმე მუშაობის ხარისხზე აკრიტიკებს, უმჯობესია თქვან, რა უნდა გაკეთდეს და არ კეთდება.

„ამაში თუ მოაზრებულია, რომ რიგგარეშე სესიას რატომ არ ვმართავთ დღის წესრიგის გარეშე და რატომ არ მივმართავთ პოლიტიკურ პერფორმანსებს, ეს სხვა საკითხია და ახსნა არსებობს, ეს ყველაფერი რატომ არის უსწორო. 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მუშაობა ყველა თვალსაზრისით ინტენსიურად მიმდინარეობს. პრეზიდენტს თუ სურდა, რომ ყველა მიმართულებით გაეშალა შესაძლებლობები, მთავარი და ერთადერთი, რაც მას მოეთხოვებოდა, არის ის, რომ მას ოპოზიციისთვის მკაფიოდ ეთქვა, რომ ვალდებული არიან, პარლამენტში შევიდნენ და მუშაობა დაიწყონ რელევანტურ ფორმატებში. ამისთვის არარელევანტური ფორმატების გაჩენა სწორი არ იყო. ეს მოწოდება ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს. რელევანტურ მუშაობაში ჩართვა არის ერთადერთი გზა დეპოლარიზაციისთვის. ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაუმართლებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ჩართავენ თუ არა სამუშაო პროცესში პრეზიდენტს, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ყველასთვის და არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, შესაძლებლობა არსებობს, გამოთქვან შეხედულება, მოსაზრება და მსჯელობაში მიიღონ მონაწილეობა.

„რად უნდა მედიაცია? ვინც საკითხში ერკვევა, მარტივად დგას საკითხი – შექმნილია სამუშაო ფორმატები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის და არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, შესაძლებლობა არსებობს, გამოთქვან შეხედულება, მოსაზრება და მსჯელობაში მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, პრეზიდენტს რა დამატებითი შეთავაზება სჭირდება, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ მას 12 რეკომენდაციაზე მოსაზრება აქვს, უნდა წარმოადგინოს, წერტილი. თუ რაიმე განსაკუთრებული მოსაწვევი სჭირდება, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ რატომ სჭირდება, ეს არის გაუგებარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა