Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 553 სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვადასხვა დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბის გზით, ხუთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საერთო ჯამში – 6 353 744 კვ.მ. მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებაში დაეხმარა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია),  341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი  პირადი მოტივით) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ზემოაღნიშნული ხუთი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება ჩადენილი დიდი ოდენობით) და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა