კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სავარაუდოდ 2023 წელსაც გაგრძელდება, რადგან მხარეთა შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა სუსტია

ნახვები: 563 Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სავარაუდოდ 2023 წელსაც გაგრძელდება, რადგან მხარეთა შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა სუსტია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სავარაუდოდ 2023 წელსაც გაგრძელდება, რადგან მხარეთა შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა სუსტია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოლაპარაკებების გზით ნებისმიერი პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივა სუსტია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურ აზრს მიჰყვება, არ დათმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და საპასუხოდ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას.

„ამავდროულად გაურკვეველია, ექნება თუ არა რომელიმე მხარეს საკმარისი სამხედრო უპირატესობა მიზნების მისაღწევად, რამაც შესაძლოა, გაჭიანურებული კონფლიქტი გამოიწვიოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

Fitch-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ომის ტაქტიკა, რომელიც ფართოდ მოიცავს ინფრასტრუქტურის განადგურებას, უზარმაზარ ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგს იწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა