კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსული რაკეტა ოდესის პორტში არის პუტინის მხრიდან ანტონიო გუტერეშისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება

ნახვები: 618 უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსული რაკეტა ოდესის პორტში არის პუტინის მხრიდან ანტონიო გუტერეშისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოდესის პორტზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე გუშინ გაფორმებულ შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს.

„რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა ხაზს უსვამს შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის თაობაზე სამი პორტიდან – ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-სა და თურქეთს მოუწოდებს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

„მიღწეული შეთანხმებები თუ არ შესრულდება, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა