კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქტორ ორბანი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია

ნახვები: 685 ვიქტორ ორბანი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგია ოთხ საყრდენს ეფუძნება – რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს იარაღით; რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთს და მისი ხელმძღვანელობის დესტაბილიზაციას მოახდენს; რომ სანქციები უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას და რომ მსოფლიო დადგებოდა ევროპის მხარდასაჭერად.

ორბანის თქმით, სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ევროპაში მთავრობები „დომინოსავით იშლება“, ენერგეტიკული ფასები გაიზარდა და ახლა საჭიროა ახალი სტრატეგია.

„ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომლის ოთხივე საბურავი დაზიანებულია: სრულიად ნათელია, რომ ომი ამ გზით ვერ იქნება მოგებული. უკრაინა ვერასდროს მოიგებს ომს ამ გზით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის არმიას აქვს ასიმეტრიული დომინირება. ვინაიდან რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სურს, ეს ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა