კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ ვაპირებ, უარი ვთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე, წელს „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს-დონალდ ტრამპი

ნახვები: 605 არ ვაპირებ, უარი ვთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე, წელს „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს-დონალდ ტრამპი

მე თუ გამოვაცხადებ, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრას, დონალდ ტრამპის დევნა მაშინვე შეწყდება, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არიზონას შტატში „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, წელს „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყალბი ახალი ამბების მედია და რადიკალი მემარცხენეები პარტნიორები არიან.

„ვინ გამოიარა ისეთი რამ, როგორც მე? რა თქმა უნდა, არც ერთმა პოლიტიკოსმა და არც პრეზიდენტმა. პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს და მშვენიერი ცხოვრება უნდა იყოს. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა პრეზიდენტად ყოფნისას ბევრი რამ გავაკეთე, მათ შორის ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ამერიკის ისტორიაში, გადასახადების შემცირება, რომელიც ყველაზე დიდი იყო ისტორიაში, მარეგულირებლის შემცირება, რომელიც ასევე ყველაზე დიდი იყო ისტორიაში. არანაირი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რეალური ხელფასების რეკორდული ზრდა და აბრაამის ისტორიული შეთანხმება, რომელსაც მშვიდობა მოაქვს ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი წასვლის შემდეგ არც ერთ ქვეყანას არ მოუწერია ხელი. ვიდრე ჩვენ თავდაჯერებულები და ერთიანები ვართ, ტირანებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, შანსიც კი არ აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკელები ვართ და ამერიკელები მუხლს იდრეკენ ღმერთთან და მხოლოდ ღმერთთან. ჩემო თანამოქალაქეებო, ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებთ, ახლახან დაიწყო და დროა, დავიწყოთ საუბარი ჩვენი ქვეყნის სიდიადეზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა