კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, არ გატყდებიან შიგნიდან

ნახვები: 499 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, არ გატყდებიან შიგნიდან

ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ექვსთვიანი ომის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს, რადგან უკრაინელებს ვერ გატეხენ.

ზელენსკის განცხადებით, ახლა ერთიანობის დაცვა, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.

„ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ვერ გააკეთეს აქამდე. ეს ეხება ჩვენს თავდაცვას დამოუკიდებლობისთვის ამ ომში და ჩვენს მოძრაობას ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო. ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ ამას. ეს არის უკრაინის რწმენის ნიშანი – არა მხოლოდ ჩვენი რწმენის. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვესმის ეს მათ საუბრებში მუდმივად, რას ეუბნებიან საყვარელ ადამიანებს, როდესაც ისინი უკავშირდებიან. ამიტომ, ჩვენ არ ვისვენებთ და როგორც ყოველდღე ხუთი თვის განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვუტანოთ უკრაინას. ამ კვირაში იქნება პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები, იქნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის პოზიციების შემდგომი დაწინაურება – ფრონტზე, დიპლომატიაში, ეკონომიკაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა