უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

ვიწყებთ პროცესს, რომელიც ზეინკლუზიურია-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 560 ვიწყებთ პროცესს, რომელიც ზეინკლუზიურია-გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გვექნება, სრულ თანხვედრაში ვართ- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იწყებენ სამუშაო პროცესს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელიც ზეინკლუზიურია. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გვექნება. რაც შეეხება სად გადაიკვეთება კანონპროექტები, რომელსაც ჩვენ დავწერთ და რომელსაც „ქართული ოცნება“ დაწერს, ეს ყველაფერი გადაიკვეთება კომიტეტებზე და სესიებზე. ძალიან მწყობრი და სწორი სტრატეგია გვაქვს. მესმის, შესაძლოა, ზოგიერთისთვის რთულად აღსაქმელია, რას ვაკეთებთ, მაგრამ მარტივი საკითხია, ძალიან ბევრი კანონია დეტალურად დასამუშავებელი და დასაწერი. დეტალური დამუშავება უნდა მოხდეს სექტემბრამდე, რომ ზუსტად ვიცოდეთ 12-ვე პუნქტთან მიმართებით რა არის გასაკეთებელი. მერწმუნეთ, დღეს საქართველოში ვერც ერთ ადამიანს ვერ იპოვით, რომელიც 12 პუნქტზე გეტყვით პირდაპირ, თორმეტივეში გასაკეთებელი რა არის. შესაბამისად, სამუშაო პროცესი რას ნიშნავს? მუშაობას. ჩვენ ვიწყებთ ამ მუშაობას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა რატომ არ შეიძლებოდა, ვაშაძემ აღნიშნა:

„როგორც უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს გვიყენებენ და 4 ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება ევროკავშირის მოთხოვნა. კომისიები, რომელსაც წინაპირობები აქვს, რომ დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე თურმე 12 პუნქტი არ ვრცელდება, კლანი სასამართლოში არ არის და რომელ კანონსაც მართლმსაჯულებაზე დავწერთ, კლანს არ შეეხებაო. 12-ვე საკითხს კომპლექსური გადაწყვეტა უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა გააკეთოს. ჩვენ ის მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, შეასრულოს თორმეტივე პუნქტი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნიბისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დღეიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა