კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის, მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს

ნახვები: 502 ანა ბუჩუკური - პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის, მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს

ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება მოსაწონი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც მმართველ გუნდთან ერთად მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტარების პოზიციას ვიზიარებთ, რომ პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის. ვისურვებდი, ყველა ერთ მაგიდასთან დამჯდარიყო, თუმცა ჯერ ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება ნამდვილად მოსაწონი არ არის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ორივე პროცესში მანამდე, ვიდრე დავინახავთ, რომ ამ პროცესებში პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, დასხდნენ მაგიდასთან და ამ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ. „ქართულ ოცნებას“ პროცესებში არჩართვით, დამატებითი საბაბი არ უნდა მიეცეს, რომ სხვას დააბრალოს ის, რაც მისი პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული პროცესი დღეიდან დაიწყო. პარალელური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე უკვე გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების საკითხზე და საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ოპოზიციის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მათი გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, დღეს ოპოზიციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე არ მისულან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა