კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მდინარაძე ჟურნალისტს: უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს

ნახვები: 581 მდინარაძე ჟურნალისტს: უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისადმი შეურაცხყოფას ამართლებს.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა უფრო მწვავე შეურაცხყოფაც დაიმსახურა, რადგან თავად შეურაცხყოფა კობახიძე. მან ჟურნალისტებს "ფსკერი და კრემლის სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

"ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს - ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: "თქვენ ღორი ხართ?" ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?...

მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა... თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა... მე რომ გითხრათ ახლა: "თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის" - ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე...თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები...

მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ... თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ", - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა