კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს-კახაბერ ქემოკლიძე

ნახვები: 559 ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს-კახაბერ ქემოკლიძე

ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რადგან საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს ინიციატივები, რომელიც დაინიცირებულია დღევანდელი მოცემულობით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ისეთ ინიციატივას, რომლის მონაწილე თავად არ იქნება.

„ამ ორ ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით სტრატეგიულ შეცდომას უშვებს ოპოზიცია, რადგან საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ, რომელიც უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, უნდა მიიღოს ის ინიციატივები, რომელიც არის დაინიცირებული დღევანდელი მოცემულობით. ამას არ გააკეთებს ის, თუ თვითონ არ იყო მონაწილე.

ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს. ერთი, „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც გააკეთა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომა გამოიყენა და გარკვეულწილად ისრები მისკენ მიმართა და მეორე, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული პროცესი დაიწყო. პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების საკითხზე და საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა