კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რადიკალური ოპოზიციის ქმედებები მგლის თავზე სახარების კითხვაა-ალუდა ღუდუშაური

ნახვები: 508 რადიკალური ოპოზიციის ქმედებები მგლის თავზე სახარების კითხვაა-ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება მყისიერად დაიწყო, თუმცა „რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატი ძალები საკუთარ მიდგომებს აქაც არ ღალატობენ“.

ღუდუშაურის თქმით, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არა მხოლოდ პროცესს, არამედ საკუთარ ხალხს და ქვეყანას, სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლურ შტურმს აწარმოებენ.

„ჩვენ მათ მუშაობისთვის შევთავაზეთ უნიკალური პლატფორმა, რაზეც უარს ამბობენ. ჩვენ დოკუმენტირებული, კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული 200-გვერდიანი დოკუმენტი მოვამზადეთ, სადაც პირდაპირ, პუნქტობრივად არის აღწერილი, რა გაკეთდა სასამართლოში და რომელი რეკომენდაციები არის გაზიარებული. უნდა დასრულდეს ცილისმწამებლური, ტალახის სროლაზე დაფუძნებული, უსაგნო რიტორიკა. შემობრძადნენ სამუშაო ჯგუფებში, ჩვენს პირისპირ დასხდნენ და დოკუმენტებზე დაფუძნებული საკუთარი ხედვები წარმოადგინონ. სხვაგვარად ყველაფერი ჭორაობაა და სხვა არაფერი. რადიკალური ოპოზიციის ქმედებები მგლის თავზე სახარების კითხვაა – მოიცა, ცხვრები გარბიანო, ასეთ მდგომარეობაში არიან. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, სამუშაო ჯგუფებში ვიწვევთ. წარმოადგინონ დოკუმენტირებული მოსაზრებები და ხედვები. სხაგვარად ყველაფერი, რაც საზოგადოებას გვესმოდა, იყო სიცრუე და ჭორაობა.

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ხორციელდება უსაგნო, ცილისმწამებლური ორკესტრირებული შეტევა. მოსამართლესთან კომუნიკაციის საკითხი კანონით არის განსაზღვრული. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ის, რომ მოსამართლეს მის მიერ განხილულ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება, ვინმემ აგნარიში მოსთხოვოს, ის, თუ როგორ შეიძლება, მოსამართლე კანონით უფრო მეტად იყოს დაცული ყოველგვარი ზეგავლენისგან და ანგარიშების მოთხოვნისგან, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა