კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნახვები: 520 ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე.

გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული დოკუმენტი უპრეცედენტო ნაბიჯია ევროპული სოლიდარობისთვის.

ევროკომისიამ ახალი რეგულაცია გაზზე მოთხოვნის შემცირების შესახებ 2022 წლის 20 ივლისს, ხელშეკრულების 122-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, რუსეთმა  ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, დანიას, ბულგარეთსა და ფინეთს შეუწყვიტა.

18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში, აზერბაიჯანიდან მეტი ბუნებრივი აირის მისაღებად გაემგზავრა. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. 

Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველი ვერსიის თანახმად, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა შესთავაზა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ მილსადენის გაფართოებას. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა