კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას-ჯაფარიძე ივანიშვილზე

ნახვები: 657 ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას-ჯაფარიძე ივანიშვილზე

"ივანიშვილის დღევანდელ წერილზე:

რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ.

  1. წინასწარ გამოყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ "სიმართლე", რომლის თქმის საშუალებასაც პარტია "არ აძლევდათ"
  2. "სიმართლე", რომელიც თქვეს, არის ის, რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული "ექსპერტები" ამბობდნენ - ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს.
  3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): "ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა". 

დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:

შეხვედრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი. შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხვედრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს.

ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო.
ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი.

ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.

პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:

"აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის". 

ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო. 

"მეშჩანი" როგორ არის ქართულად?",-გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა