პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება-იაგო ხვიჩია

ნახვები: 441 ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება-იაგო ხვიჩია

ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები დაახლოებული რომ იქნება, ეს არავის გაკვირვებია.

„ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩს შეხვდა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, არ ვიცით. ვიცით, ომის საფრთხეების შესახებ, მაგრამ პოზიცია არ ვიცით. მოდით, სიუჟეტის გახსნას დაველოდოთ, რომელიც შემდეგი წერილებით გაიხსნება. იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი სურათი გაუგებარია. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და არ წარმოვიდგნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, მათი პოზიციები დაახლოებული რომ იქნებოდა, ეს არავის გაგვკვირვებია. ომის საფრთხის შესახებ კამპანია მათი ყველაზე ცნობილი კამპანიაა და ბიძინა ივანიშვილმა ეს კამპანია რომ დაადასტურა, გასაკვირი არ არის. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს „ნაცებად“ და „ქოცებად“ და მოიფიქრეს არარსებული ჯგუფი, რომელსაც ომი უნდა და თითქოს არარსებულ ჯგუფთან დაიწყეს ომის კამპანია, რომ ვინმეს ომი უნდა და ქვეყანას ვიცავთო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა